1. სკოლის რეპორტის გენერირება-სკოლის ციფრული განვითარება ფასდება ინდიკატორების მიხედვით;
2.ციფრული სტრატეგიის შემუშავება- რეპორტზე დაყრდნობით ციფრული სტრატეგია მუშავდება და პლატფორმაზე განთავსდება, განვითარებისთვის შესაბამისი მიზნები და აქტივობები იგეგმება.
სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი:
- პედაგოგიური ინოვაციები
- ცვლილების მენეჯმენტი
- ციფრული ინფრასტრუქტურა.
სკოლის გუნდი თითოეულ ინდიკატორს შემდეგი სკალის მიხედვით აფასებს:
ა) შენაცვლება: შემთხვევითი და მცირე მასშტაბის ინოვაციური პრაქტიკის ეპიზოდები, რომელიც რამდენიმე მასწავლებელს მოიცავს, სკოლის ლიდერების კოორდინაციის გარეშე.
ბ) შევსება: მასწავლებლების ჯგუფი და სკოლის ლიდერების შიდა კოორდინაცია, ერთმანეთისგან სწავლა
გ) გაღრმავება: პროცესების სისტემური ცვლილება; ინოვაციური ელემენტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია და მთელი სკოლის ჩართვა მიმდინარეობს
დ) გაფართოვება: ინოვაციური პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი, დადასტურებების შეგროვება და ანალიზი მიმდინარეობს პედაგოგიური კვლევების და სასწავლო ანალიტიკის საფუძველზე
ე) უფლებამოსილება: ძირითადი პრაქტიკის გადააზრება მტკიცებულებებზე დაყრდნობით; ინოვაციური ლიდერობა სკოლის ფარგლებს გარეთ
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლაში, ციფრულ სარკე,რომელიც სამ სექციადაა დაყოფილი, შეფასდა როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, გუნდის მიერ.
სკოლის ლიდერის მიერ ინდივიდუალური შეფასების რეპორტი
ჯგუფური შეფასების რეპორტი
No comments:
Post a Comment