სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ზღვის დონიდან 440 მ სიმაღლეზეა გაშენებული. სოფლის მოსახლეობა შეადგენს 1200 კომლს.
ჩვენი სოფლის განათლების შესახებ ინფორმაცია მე -19 საუკუნის 80-90 იანი წლებიდან მომდინარეობს . მენშევიკური მთავრობის არსებობის პერიოდში სოფელში ამაღლების( ნიჟარაულის) ეკლესიასთან არსებობდა ერთკლასიანი სასწავლებელი , სადაც ასწავლიდა ამავე ეკლესიის მღვდელი - სპირიდონ ჭიპაშვილი, შემდეგ სიძველის გამო ხის შენობა დაინგრა და სწავლა მიმდინარეობდა კერძო სახლებში .1921 წელს სოფელში გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, ხოლო 1930 წელს კი გაიხსნა შვიდწლიანი
სწავლების კურსით ,,კოლახ სკოლა“. 1938 წელს სოფელში გაიხსნა საშუალო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს ,1944 წელს , ნოემბრიდან კი დაიხურა საშუალო სკოლის მე-8, მე-9, და მე-10 კლასები და სოფელში დარჩა ისევ შვიდწლედი. სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით 1955 წლის სექტემბერში სოფელ დილიკაურში გაიხსნა საშუალო სკოლა თერთმეტწლიანი სწავლების კურსით , ახალი შენობა კი აშენდა 1960- 65 წლებში .
საამაყოა ,როცა ასეთი ისტორიის მქონე სკოლაში მუშაობ და ემსახურები ახალგაზრდების სწავლა- განათლებას, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლას სულ ყავს 232 მოსწავლე,დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურზე.
დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა 119 შეადგენს
საბაზო საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობა 41 მოსწავლეა, ხოლო საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა რაოდენობა 72-ს შეადგენს.
დილიკაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სწავლა -აღზრდას 25 მასწავლებელი ემსახურება.
Დილიკაურის საჯარო სკოლას მონაწილეობა აქვს მიღებული კონფერენციებსა და სხვადსხვა კვლევით პროექტებში .
Ამ ფოტოებზე ჩანს ,თუ როგორ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრები, პროექტ “ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში;
აღსანიშნავია, რომ დილიკაურის საჯარო სკოლა მხოლოდ ციფრულ ინოვაციებზე არ არის ფოკუსირებული. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეების ჯანმრთელობაზე, სპორტის მასწავლებლები აწყობენ სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებებს, სადაც ვაჟებთან ერთად გოგონებიც აქტიურად არიან ჩართულნი. ფიზიკურ აქტივობებს აწყობენ შესვენებებზე და გაკვეთილების შემდეგ და ჩართული არიან ფიზიკურად აქტიური სკოლების ქსელში.
Სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები
Ინფრასტრუქტურა
2018- 2019 წლებში სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტ ,,MILLENIUM” -ის მიერ რომელიც ზედმიწევნით პასუხობს თანამედროვე სასწავლო დაწესებულების სტანდარტს. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.
სკოლაში განათლების რეფორმის ფარგლებში წარმატებით ინერგება ,,ახალი სკოლის მოდელი’’, რისთვისაც გადამზადდებიან პედაგოგები .
სკოლა გამოირჩევა საუკეთესო ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი სააქტო და სპორტული დარბაზებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, სადაც მოსწავლეები პრაქტიკულად ეუფლებიან მეცნიერების საფუძვლებს.სასკოლო ბიბლიოთეკა განახლებული წიგნადი რესურსით.
სკოლას აქვს ერთი კომპიუტერული ლაბორატორია 19 ლეპტოპით და 8 პერსონალური კომპიუტერით .სკოლაში ინტერნეტი ხელმისაწვდომია ყველა კლასში ყველა მოსწავლისათვის,თუმცა დაცულია პაროლებით და სხვადსხვა გასართობ საიტებზე წვდომა არა აქვთ;
Სკოლაში გვყავს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ორი მასწავლებელი, ასევე გვყავს Microsoft -ის ექსპერტი მასწავლებელი--ნათია კოხოძე,რომელიც უამრავ რესურსს იყენებს მოსწავლეებთან,ინოვაციებისა და სიახლეების დასანერგად .
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებასა და საკლასო სივრცეში გადატანას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ,რადგან 21-ე საუკუნის განათლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები ამის საჭიროებას მოითხოვს, ასევე აუცილებელია დისტანციური სწავლების გათვალისწინება.
ცვლილებების მენეჯმენტი
სკოლას სათავეში უდგას -ქალბატონი თეა ბერაძე , რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბერში დაინიშნა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
სკოლას 25 მაღალკვალიფიციური პედაგოგი ემსახურება .ისინი მზად არიან კეთილსინდისიერად ემსახურონ იმ საქმეს რომელიც მათ აირჩიეს.
Სკოლაში მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი და დემოკრატიული სკოლის კულტურაა შექმნილი.
პედაგოგიური ინოვაცია
პედაგოგიური ინოვაცია მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, ასევე შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე განსაკუთრებული აქცენტებით გამოიხატება. ციფრული თხრობა ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, რომლის საშუალებითაც ყველა მოსწავლის ჩართვას ახერხებენ შემოქმედებით სასწავლო პროცესში სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. სკოლა სისტემატურად ზრუნავს მასწავლებლების და მოსწავლეების ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე.
ინოვაციური პედაგოგიკა, უპირველეს ყოვლისა, ინოვაციური მეთოდების გამოყენებაა სასწავლო პროცესში. დღესდღეობით ინოვაციები განათლების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამ მიმართულებით ჩვენ ქვეყანაში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ინოვაციური საგანმანათლებლებლო მეთოდოლოგიების და რესურსების დანერგვა განხორციელდა, ,,ახალი სკოლის მოდელის მიხედვით “ 50 სკოლაში. მომდევნო წელს კი მას დაემატა 100 სკოლა და სწორედ მათ შორის იყო „სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლა“. მოცემულ მოდელი განათლების თანამედროვე მიდგომების ძიებითა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით რეალიზდება.
ნებისმიერი სიახლის დანერგვის აუცილებელი კომპონენტი ინიციატივიანი პედაგოგები და ძლიერი მიზანდასახული გუნდია, სწორედ ეს არის ჩვენი სკოლის ძლიერი მხარე: თანამშრომლობა, გუნდურობა, კრეატიულობა, პასუხისმგებლობა, რაც არის ჩვენი სკოლის წარმატების ფორმულა.
ციფრული სარკე
თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება აქტუალობას იძენს განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის ადრეულ განათლებაში. დღეს ბავშვები გარემოცულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებით და, შესაბამისად, ციფრული „გარემო“ მათთვის ბუნებრივი და ბევრად უფრო გასაგებია, ვიდრე ბევრი ჩვენგანისთვის. ადრეული განათლების თანამედროვე მკვლევრების მოსაზრებით, ციფრული ტექნოლოგიები ბავშვებს სთავაზობს ცოდნის კონსტრუირებისა და უნარების ჩამოყალიბების მრავალფეროვან საშუალებასა და მოდალობას. სმარტფონი, კომპიუტერი, ტაბლეტები, მარტივად პროგრამირებადი სათამაშო რობოტები – რეალობის შესწავლისა და რეპრეზენტაციის ისეთ შესაძლებლობებს იძლევა, რომლებიც მათ გარეშე წარმოუდგენელი ან ძალიან რთული იქნებოდა.
Ინოვაციური მიდგომა და ციფრული რესურსების გამოყენება 21-ე საუკუნის სწავლების პროცესში უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. Დილიკაურის საჯარო სკოლის დირექციის ხელშეწყობითა და ინოვატორი პედაგოგების მუშაობით უამრავი საინტერესოპროექტი ხორციელდება. პედაგოგები თავიანთ მოსწავლეებს ასწავლიან .თანამედროვე, უახლესი ციფრული რესურების გამოყენებით.
Აღნიშნული მუშაობის პროცესი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
დღეს ბავშვები ტექნოლოგიური სამყაროს აბორიგენები არიან. ხშირად, უფროსებისთვის გასაკვირად, ისინი ძალიან მარტივად, სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ეუფლებიან სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიების გამოყენებას. ხშირად ბავშვები თავისუფლად სარგებლობენ ციფრული ტექნოლოგიებით წერა-კითხვის სწავლამდეც. მეტიც, ხანდახან სწორედ ამ ტექნოლოგიების საშუალებით უვითარდებათ წიგნიერების უნარ-ჩვევები. ამდენად, ტექნოლოგიები ის სფეროა, სადაც ადრეული ასაკიდანვე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი კომპეტენტურობისა და შემოქმედებითობის დემონსტრირების.
No comments:
Post a Comment